„ევლოევის დრო დადგა“ - ვოლკანოვსკის მწვრთნელი მომდევნო მეტოქეზე
ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ შეუძლებელი შეძლო და ჯერ ისლამ მახაჩევისგან, ხოლო შემდეგ ილია თოფურიასგან მიღებული მძიმე ნოკაუტების შემდეგ, ოქტაგონში ღირსეულად დაბრუნება და საჩემპიონო ქამრის კიდევ ერთხელ მოგება შეძლო. მაიამიში გამართულ სატიტულო ბრძოლაში 36 წლის ავსტრალიელმა ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში 30 წლის ბრაზილიელი დიეგო ლოპესი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.
მორიგი ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ვოლკანოვსკის მწვრთნელს ჯო ლოპესს დაუსვეს შეკითხვა იმის თაობაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონის მომავალი მოწინააღმდეგე და მან დაუფიქრებლად უპასუხა, რომ ეს მოვსარ ევლოევია. ლოპესი თვლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუს მებრძოლს ყველა შეხვედრა არბიტრების გადაწყვეტილებით აქვს მოგებული, ეს მის წაუგებელ სვლას ვერ აკნინებს და ევლოევი საჩემპიონო ორთაბრძოლის ჩანიშვნას იმსახურებს.
შეგახსენებთ, რომ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური ილია თოფურიას მსუბუქ წონაში გადასვლის შემდეგ გახდა, რომელიც ახალ წონაში ბრძოლის ჩანიშვნას ჯერ კიდევ ელოდება.