ევროპის ჩემპიონატი - შამილიშვილი 2 მედალი კიშინიოვიდან
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - შამილიშვილი 2 მედალი კიშინიოვიდან

მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებიდან რამინ შამილიშვილმა (55 კგ.) წარმატებით იასპარეზა.

ქართველმა ძალოსანმა კონტინენტის პირველობის ატაცში ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით 105 / 109 კგ დაძლია და მე-5 ადგილი დაიკავა

შამილიშვილმა აკვრაში თავი 127 / 131 / 134 კგ. გაართვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ძალოსანმა კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი ორჭიდში მოგროვილი 243 კილოგრამით მოიპოვა.

შედეგად რამინ შამილიშვილმა საქართველოს 2025 წლის ძალოსანთა ყულაბა ორი მედლით გახსნა.

დღესვე ევროპის ჩემპიონატზე 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში გოდერძი ბერდელიძე იასპარეზებს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები