თანაგუნდელებმა გააშველეს | რუდიგერსა და ბელინგემს დაპირისპირება მოუვიდათ
მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩისთვის ემზადება. „სამეფო კლუბმა“ „არსენალთან“ გამართული პირველი შეხვედრა 0:3 წააგო და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ურთულესი ამოცანის შესრულება მოუწევს.
ესპანური სატელევიზიო გადაცემის, El Chiringuito-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ ვარჯიშზე, ჯუდ ბელინგემსა და ანტონიო რუდიგერს შორის ვითარება დაიძაბა. გერმანელ და ინგლისელ ფეხბურთელებს დაპირისპირება მოუვიდათ და თანაგუნდელებს მათი გაშველება მოუწიათ.
El Chiringuito-ს მიხედვით, ბელინგემის უკმაყოფილება რუდიგერის უხეშმა ვარდნამ განაპირობა. ჯუდმა 32 წლის მცველს შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც მცირე ინციდენტი გამოიწვია. ესპანელი ჟურნალისტები დასძენენ, რომ კონფლიქტი მოგვარებულია და მსგავსი დაპირისპირებები, სეზონის ამ ეტაპზე, ჩვეულებრივი მოვლენაა.
შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „არსენალის“ საპასუხო შეხვედრა 16 აპრილს არის ჩანიშნული. მატჩი თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.