„ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია“ | კიტეიშვილს ავსტრიაში აქებენ
ავსტრიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში, ოთარ კიტეიშვილმა ფენომენალურად იასპარეზა და მისი დუბლის წყალობით, „შტურმმა“ „ზალცბურგი“ სტუმრად 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, Sky Sport Austria-ს სპორტულ გადაცემაში, Talk und Tore-ში ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრეს და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს.
„კიტეიშვილს ყველაფერი აქვს, რაც სჭირდება ფეხბურთელს, რომლის თამაშის ყურებამაც შეიძლება სიამოვნება მოგანიჭოს. საუბარი მაქვს ტექნიკაზე, საფეხბურთო ინტელექტზე, კრეატიულობაზე, ფინიშინგსა და საგოლე გადაცემებზე. სრულყოფილი ფეხბურთელია“, - აცხადებს Sky Sport Austria-ს ექსპერტი, ალფრედ ტატარი.
„პირადად ჩემთვის, ის ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეა. საოცარი საფეხბურთო ინტელექტი აქვს, რასაც ბურთთან მოპყრობის ცოდნა ემატება“, - დასძენს ყოფილი მწვრთნელი, ფრანც შიმერი.
„შესანიშნავი ფეხბურთელია. დინამიკით გამოირჩევა, როგორც ბურთთან, ისე მის გარეშე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს ექს-ფეხბურთელი, მარიო ზონლაიტნერი.
ცნობისთვის, „ზალცბურგთან“ დუბლის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის ავსტრიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. სატურნირო ცხრილს რაც შეეხება, საჩემპიონო ჯგუფში, „შტურმს“ 30 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „აუსტრიას“ 3 ქულით უსწრებს.