ენცო მარესკა
Aa
Aa

უცნაური ამბავი | ენცო მარესკა გაშვებულ გოლს ჩელსის ფანებს აბრალებს

ინგლისის პრემიერ ლიგის 32-ე ტურში, „ჩელსიმ“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. „არისტოკრატები“ „სტემფორდ ბრიჯზე“ „იფსვიჩს“ დაუპირისპირდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვს - 2:2. მატჩის შემდეგ, „ლურჯების“ მთავარმა მწვრთნელმა, ენცო მარესკამ უცნაური განცხადება გააკეთა და „ჩელსის“ ფანებს დაუპირისპირდა.

„თავდაჯერებულობა დავკარგეთ, რადგან გოლი ალბათ, სტადიონზე შექმნილი ატმოსფეროს გამო გავუშვით. ასეთ მომენტებში, გეგმა არ უნდა შეცვალო და გააკეთო ის, რაზეც მუშაობდა. ჩელსი არის გუნდი, რომელიც კარიდან დარტყმისას მოკლე პასებს იყენებს. მეორე გოლის ეპიზოდში, ტრიბუნებზე შემქნილი ატმოსფეროს გამო, გრძელი პასი გავაკეთეთ და მეტოქემ გაგვიტანა.

ფანებთან მიმართებით ბევრჯერ აღმინიშნავს, რომ მათთან ერთად უფრო ძლიერნი ვართ. უკეთესი გუნდი ვართ და მათ უნდა გადაწყვიტო, როგორ მოიქცენ. როდესაც შენი გუნდი 0:1-ს ან 0:2-ს აგებს, გასაგებია რასაც აკეთებენ. რთული პერიოდი გვიდგას, მაგრამ სწორედ ასეთ დროს გვჭირდება მეტი მხარდაჭერა“.

ცნობისთვის, „ჩელსის“ 54 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციას იკავებს. „ლურჯების“ მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა და „ჩელსის“ ამისთვის ხუთეულში შესვლა ესაჭიროება.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეუჩერებელი იყო“ | რას წერს Footmercato მიქაუტაძეზე
„შეუჩერებელი იყო“ | რას წერს Footmercato მიქაუტაძეზე