მაიკლ ჩენდლერი, კონორ მაკგრეგორი, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

უშანსოდ წააგო | კონორ მაკგრეგორის 500 000-დოლარიანი ვარაუდი

კონორ მაკგრეგორმა ცნობილ რეპერს, Drake-ს მიბაძა UFC-ის ღონისძიებაზე დიდი ფსონი განათავსა. ირლანდიელმა მებრძოლმა 500 000 აშშ დოლარი დადო და ივარაუდა, რომ მაიკლ ჩენდლერი პედი პიმბლეტს „ბრუტალური ნოკაუტით“ დაამარცხებდა.

ჩენდლერის ნოკაუტით მოგების შემთხვევაში, მაკგრეგორი 2.5 მილიონს იგებდა, მაგრამ მისი პროგნოზი რეალობისგან ძალიან შორს იყო. „ბედიმ“ ფენომენალური გამოსვლა აჩვენა და ნოკაუტით ჩენდლერმა კი არა, ინგლისელმა მებრძოლმა იმარჯვა.

სხვათა შორის, განსხვავებული უქმეები ჰქონდა Drake-ს. ცნობილმა რეპერმა ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუჭირა მხარი და ივარაუდა, რომ „ვოლკი“ საჩემპიონო ორთაბრძოლაში, დიეგო ლოპესს დაამარცხებდა. Drake-მა მის გამარჯვებაზე 545 000 დოლარი დადო და მოიგო კიდეც.

შეგახსენებთ, რომ ჩენდლერის დამარცხების შემდეგ, პიმბლეტმა დასტინ პორიე, ჯესტინ გეიჯი და ჩარლზ ოლივეირა გამოიწვია. „ბედის“ ილია თოფურია არ უხსენებია და როდესაც პრესკონფერენციაზე, „ლეგენდაზე“ ჰკითხეს, განაცხადა, რომ ის გადაავიწყდა, რადგან მნიშვნელოვანი მებრძოლი საერთოდ არაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეუჩერებელი იყო“ | რას წერს Footmercato მიქაუტაძეზე
„შეუჩერებელი იყო“ | რას წერს Footmercato მიქაუტაძეზე