მატჩი უელსთან | 18-წლამდე ნაკრების შემადგენლობა
Aa
Aa

მატჩი უელსთან | 18-წლამდე ნაკრების შემადგენლობა

18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალის მეორე მატჩს უმცროსი ბორჯღალოსნები 8 ცვლილებით იწყებენ. ზურაბ ამონაშვილის შეგირდები 14 აპრილს, ჩვენი დროით 20:30 საათზე უელსს ეთამაშებიან. შეხვედრა საფრანგეთის ქალაქ ვიშში, „სტად მუნიციპალ ლუის დარაგონზე“ გაიმართება.

10 აპრილს, პირველ ტურში უელსმა ირლანდია 32:24 დაამარცხა, საქართველოს კი იტალიამ 37:24 აჯობა. მას შემდეგ შერკინებაში 6 დამწყები, ხაზში კი ორი შეიცვალა.

როტაციის პრინციპით სრულად შეცვლილია შერკინების პირველი ხაზი და თამაშს ნიკოლოზ ბალანჩივაძე, ლუკა წიკლაური და გიორგი ბერძენიშვილი იწყებენ. მეორე ხაზში ბრუნდება გუნდის კაპიტანი დავით ბარამია,რომელიც ანდრია ბილანიშვილს შეუწყვილდება. ორი ცვლილებაა მესამე ხაზში - შერკინების შემკვრელი გიორგი არძენაძე იქნება, ფლანკერი შოთა გვრიტიშვილი, მეორე ფლანკერად კი გიორგი ზაზაძე რჩება.

ფულბეკის პოზიციაზე ამჯერად თამაშს ლუკა ჭაკუა დაიწყებს, დავით არობელიძემ ფრთაზე გადაინაცვლა, ხოლო მეორე ფრთა ლუკა ტაბატაძე იქნება. უცვლელი დარჩა ღერძი - გოგა უშვერიძე და ლევან ბუცხრიკიძე, ასევე ცენტრი - დემეტრე დევდარიანი და დათა ახვლედიანი.

18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალის მეორე ტურის სხვა მატჩებში ესპანეთი ინგლისს, იტალია საფრანგეთს, ხოლო ირლანდია შოტლანდიას ეთამაშება. მესამე ტური 18 აპრილს გაიმართება და საქართველოს მეტოქე ირლანდია იქნება.

18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი. II რაუნდი

14 აპრილი. ვიში (საფრანგეთი). 20:30 (საქ. დრო)

საქართველო - უელსი

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა (ფოთი), 14. დავით არობელიძე (არმია),13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დემეტრე დევდარიანი (სენტ მერი, ინგლისი), 11. ლუკა ტაბატაძე (არმია),10. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 9. გოგა უშვერიძე (აია);

შერკინება: 1. ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ოიონა, საფრანგეთი), 2. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 3. გიორგი ბერძენიშვილი (ლელო), 4. ანდრია ბილანიშვილი (ინგლისი), 5. დავით ბარამია (ტულონი, საფრანგეთი, კაპ.),6. შოთა გვრიტიშვილი (ლელო), 7. გიორგი ზაზაძე (ხარები), 8. გიორგი არძენაძე (ბათუმი).

მარქაფა: 16. სანდრო გამყრელიძე (აკადემია), 17. გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 18. დავით ხურციძე (ლელო), 19. მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი), 20. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი); 21. გიორგი ხონელიძე (ლელო), 22. გიორგი გაბუნია (ლელო), 23. ივა კვირიაშვილი (ლელო), 24. გიორგი კეკელია (ლოკომოტივი), 25. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 26. იოსებ ღვინჯილია (ლელო).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეუჩერებელი იყო“ | რას წერს Footmercato მიქაუტაძეზე
„შეუჩერებელი იყო“ | რას წერს Footmercato მიქაუტაძეზე