მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„მაგრად გცემ, შე ნაგავო“ | დვალიშვილი უცნობ ადამიანს დაუპირისპირდა

UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი ოქტაგონს მიღმა განვითარებული მოვლენების გამო, საყოველთაო ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ „მანქანა“ უცნობ ადამიანს სიტყვიერად უპირისპირდება.

როგორც ირკვევა, დვალიშვილმა აღნიშნულ პიროვნებას სთხოვა, გზა ესწავლებინა, მან კი მერაბი არასწორი მიმართულებით განზრახ გაუშვა. „ამ გზით რატომ გაგვიშვი? თუ არ იცი, რატომ გვეუბნები საით წავიდეთ? მაგრად გცემ, შე ნაგავო“, - ამბობს „მანქანა“.

Kick-ის სტრიმერმა, dtanmanb-მა ქართველ მებრძოლს აუხსნა და ხდებოდა და უთხრა: „ეს ამბობს, რომ თქვენი დატროლვა სცადა“. საბოლოოდ, მერაბსა და მამაკაცს შორის საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა, მაგრამ ამას არც ბევრი აკლდა და დვალიშვილმა მასზე გაიწია კიდეც.

შეგახსენებთ, რომ „მანქანა“ მაიამიში იმყოფებოდა, სადაც UFC 314-ს დაესწრო, რომლის მთავარი მოვლენაც ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და დიეგო ლოპესის საჩემპიონო დაპირისპირება იყო. „ვოლკმა“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტიტული დაიბრუნა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„შეუჩერებელი იყო“ | რას წერს Footmercato მიქაუტაძეზე
„შეუჩერებელი იყო“ | რას წერს Footmercato მიქაუტაძეზე