„შეუჩერებელი იყო“ | რას წერს Footmercato მიქაუტაძეზე
საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ „ოსერს“ დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა. ქართველმა ფეხბურთელმა საკუთარი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა და გოლი და საგოლე გადაცემა გაიფორმა, რის შემდეგაც, ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ, Footmercato-მ მიქაუტაძე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
„თავდასხმაში, ალექსანდრ ლაკაზეტის პარტნიორი, გიორგი მიქაუტაძე ბევრად ენერგიული და აქტიური იყო, ვიდრე ფრანგი ფორვარდი. ტექნიკური მიქაუტაძე თანაგუნდელებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა და ლიონის ერთადერთი თავდამსხმელი იყო, რომელსაც სიღრმეში შერბენა და მეტოქე გუნდის დაცვის ხაზისთვის პრობლემების შექმნა შეეძლო. სწორედ მისმა ასეთმა მოქმედებამ მისცა ლიონს დაწინაურების საშუალება. კორენტინ ტოლისოს პასის შემდეგ, მეცის ყოფილმა ფეხბურთელმა ოსერის მეკარეს აჯობა და პენალტი მოიპოვა, რომელიც თავად გაიტანა.
მიქაუტაძე ოსერის მცველებს თავბრუს ახვევდა და შეუჩერებელი იყო. გატანილი გოლის შემდეგ, მან ლიონის ყველა კარგ ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა და ოპონენტებს აწუხებდა. ოსერის გოლის შემდეგ, 24 წლის ფორვარდმა საკუთარ გუნდს 2-ბურთიანი უპირატესობა დაუბრუნა და ლაკაზეტს იდეალური საგოლე პასი გაუკეთა. ტოპ კლასის გამოსვლა“.
ცნობისთვის, მიქაუტაძემ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში „ლიონის“ მაისურით 29-ე მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე კი 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. ქართველმა შემტევმა ევროპა ლიგაზეც გამოიჩინა თავი და 10 შეხვედრაში, გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.