NBA-ის რეგულარული სეზონი დასრულდა | საჩემპიონო ბეჭდებისთვის ბრძოლა იწყება
NBA-ის რეგულარული სეზონი ოფიციალურად დასრულდა და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის, პლეიოფის დრო დგება. პლეიოფის დაწყებამდე, პლეი-ინის მატჩებს ვიხილავთ, რომლებიც დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციების მეშვიდე და მერვე ადგილოსანი გუნდების ვინაობას გაარკვევენ.
დასავლეთ კონფერენციის პლეი-ინში მონაწილეობას „მემფის გრიზლისი“, „გოლდენ სტეიტ უორიორსი“, „საკრამენტო კინგსი“ და „დალას მავერიქსი“ მიიღებენ. „დალასი“ და „საკრამენტო ერთმანეთს დაუპირისპირდებიან (ერთმატჩიან დუელში) და წაგებულისთვის სეზონი დასრულდება, გამარჯვებული კი „გოლდენ სტეიტისა“ და „მემფისის“ წყვილში დამარცხებულს (გამარჯვებული მეშვიდე ადგილზე გავა) მერვე ადგილისთვის შეხვდება.
მერვე პოზიციაზე გასული გუნდის მეტოქე „ოკლაჰომა სითი თანდერი“ იქნება, მეშვიდე ადგილზე გასული კი „ჰიუსტონ როქეთსს“ დაუპირისპირდება. ამასთან, „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ „მინესოტა ტიმბერვულვზს“ შეხვდება, „დენვერ ნაგეთსი“ – „ლოს ანჯელეს კლიპერსს“.
აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ინში მონაწილეობას „ატლანტა ჰოუქსი“, „ორლანდო მეჯიქი“, „მაიამი ჰიტი“ და „ჩიკაგო ბულსი“ იღებენ. „მაიამი“ და „ჩიკაგო“ მერვე ადგილისთვის იბრძოლებენ და გამარჯვებული „ატლანტასა“ და „ორლანდოს“ წაგებულს შეხვდება. „ჰოუქსისა“ და „მეჯიქის“ წყვილში საუკეთესო „ბოსტონ სელტიქსზე“ გავა, მერვე პოზიციაზე გასული გუნდი „კლივლენდ კავალიერსს“ დაუპირისპირდება.
THE BRACKET IS SET ???? pic.twitter.com/xZBRkF7LT7
— NBA (@NBA) April 13, 2025
აღმოსავლეთ კონფერენციაში, მესამე ადგილი „ნიუ იორკ ნიქსმა“ დაიკავა და პლეიოფში „დეტროიტ პისტონსს“ შეხვდება, „ინდიანა პეისერსი“ – „მილუოკი ბაქსს“. პლეი-ინის შეხვედრები 16 და 17 აპრილს გაიმართება. გოგა ბითაძის „ორლანდო“ „ატლანტას“ 16 აპრილს, საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება.