ტორონტო რეპტორსი, სანდრო მამუკელაშვილი, სან ანტონიო სპურსი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 12 ქულა - სან ანტონიომ სეზონი გამარჯვებით დაასრულა

NBA-ის რეგულარული სეზონის ბოლო სათამაშო დღეს, სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ საკუთარ მოედანზე „ტორონტო რეპტორსს“ დაუპირისპირდა და 7 ქულის სხვაობით, 125:118 დაამარცხა.

მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და პარკეტზე სათადარიგოდან შევიდა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 18:58 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 12 ქულა, 4 მოხსნა, 4 ასისტი და 1 შაჭრა დააფიქსირა. სანდრომ 6-დან 6 ორქულიანი ჩააგდო. ასევე, ორჯერ ჰქონდა პერიმეტრიდან ჩაგდების მცდელობა, რომელიც არაზუსტი გამოდგა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ტორონტოს ერთ-ერთი ლიდერი, სკოტი ბარნსი გახდა, რომელმაც 36 წუთში 35 ქულა, 11 მოხსნა და 8 ასისტი დააგროვა, სან ანტონიოდან კი 23 ქულით და 9 მოხსნით კელდონ ჯონსონი გამოირჩა.

სამწუხაროდ, სანდრო მამუკელაშვილის გუნდისთვის NBA-ის 2024/25 წლების სეზონი დასრულდა. 82 სათამაშო დღის შემდეგ სან ანტონიო სპურსმა 33 მოგებითა და 48 მარცხით დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილი დაიკავა და პლეი-ოფების ზონის მიღმა აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძის მორიგი შედეგიანი მატჩი - ორლანდო ატლანტასთან დამარცხდა
ბითაძის მორიგი შედეგიანი მატჩი - ორლანდო ატლანტასთან დამარცხდა