დილა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, კოლხეთი 1913
Aa
Aa

დილამ კოლხეთს მოუგო და იბერია 1999-ს გაუთანაბრდა

„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ სტარტი აიღო მე-8 ტურის თამაშებმა. ტურის პირველი მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც „დილა“ „კოლხეთი 1913“-ს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

გორელებმა ანგარიში 35-ე წუთზე გახსნეს. აბუბაქარ კონტემ ფოთელი მცველების შეცდომით კარგად ისარგებლა და თავისი გუნდი დააწინაურა. მეორე გოლი კი ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გაიტანა, რომელმაც 88-ე წუთზე ჯერ თერთმეტმეტრიანი გააფუჭა, თუმცა დამატებაზე შეძლო კოტლიაროვის კარის აღება.

8 ტურის შემდეგ „დილამ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 17 ქულა დააგროვა და პირველადგილოსან „იბერია 1999“-ს გაუტოლდა, რომელიც მე-8 ტურში თავის მატჩს ხვალ გამართავს, „კოლხეთი 1913“ კი 5 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში „დილა“ სტუმრად თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება, „კოლხეთი 1913“ კი თავის მოედანზე ბათუმის „დინამოს“ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები