„არ გაგვიმართლა, ჩემი თავური ოდნავ დაბლა რომ წასულიყო, გოლი იქნებოდა“ - ზურიკომ ბრესტთან მატჩი შეაფასა
„სენტ-ეტიენის“ ქართველმა შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურში, „ბრესტთან“ 3:3-ის შემდეგ განვლილი მატჩი ლიგა 1-ის მიკროფონებთან შეაფასა.
ზურიკომ დღევანდელ შეხვედრაში ორ გოლში მიიღო მონაწილეობა - პირველ გოლში კუთხურიდან მან პრე-ასისტი მიითვალა, მეორე გოლის ეპიზოდში კი კვლავ კუთხურიდან ამჯერად საგოლე გადაცემა შეასრულა. თამაშის მიწურულს, დავითაშვილს გამარჯვების გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მისი თავური ხარიხას მოხვდა.
ზურიკოს მომენტები ბრესტთან:
რა თქვა ზუკამ შეხვედრის შემდეგ:
„ყველა გოლზე ჩვენი გუნდის მხრიდან კარგი რეაქცია ვაჩვენეთ. სამი გოლი გავუშვით და ამ დროს თამაშში დაბრუნება რთულია, მაგრამ ყველამ დავინახეთ, რომ გოლების გატანა შეგვიძლია. როდესაც ამდენ გოლს უშვებ, გამარჯვებაც უფრო რთულდება, მაგრამ ფეხბურთი ასეც ხდება. დაცვაში უფრო უკეთ უნდა ვიმუშაოთ. ეს ეხება არა მხოლოდ მცველებს, არამედ შემტევებსაც, რადგან პირველ რიგში თავი უნდა დავიცვათ და შემტევ შევუტიოთ“.
„რა თქმა უნდა, ეს დამაიმედებელი მატჩი იყო. პირველი ტაიმის შემდეგ შეტევითი სტილი შევცვალეთ და უფრო ეფექტურად ვუტევდით. ვფიქრობ, კარგი მეორე ნახევარი ჩავატარეთ. მეტოქე წნეხის ქვეშ მოვაქციეთ და ბევრი მომენტი შევქმენით, ცოტათი არ გაგვიმართლა. ჩემი თავური ცოტათი დაბლა რომ ყოფილიყო, გოლი იქნებოდა, მაგრამ... იმედი მაქვს თამაშს ასე გავაგრძელებთ“.
ზურიკო დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში სენტ-ეტიენის მაისურით 28 მატჩი ჩაატარა და 7-7 გოლი და საგოლე პასი მიითვალა. 29 ტურის შემდეგ მისი გუნდი ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში24 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზე იმყოფება და ამ მოცემულობით, ლიგა 2-ში ვარდება. „სენტ-ეტიენი“მომდევნო შეხვედრას 20 აპრილს, სტუმრად გიორგი მიქაუტაძის „ლიონის“ წინააღმდეგ გამართავს.