მანჩესტერ სიტი, კევინ დე ბრუინი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

დე ბრუინი: “ინგლისში დარჩენა? ვნახოთ რა მოხდება"

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში მანჩესტერ სიტიმ კრისტალ პალასს უმასპინძლა და 5:2 დაამარცხა. ქალაქელები 0:2-ს აგებდნენ და შესანიშნავი ქამბექი შემოგვთავაზეს.

ქამბექის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კევინ დე ბრუინი იყო, რომელსაც კარგი მატჩი ჰქონდა და გულშემატკივრებს თავი გოლით და საგოლე პასით დაამახსოვრა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ბელგიელმა ნახევარმცველმა კომენტარი გააკეთა:

„ჯერ კიდევ ვგრძნობ, რომ მაღალ დონეზე თამაში შემიძლია. არ ვიცი, რომელი გუნდები არიან ჩემით დაინტერესებული, მაგრამ შეთავაზების მოსასმენად მზად ვარ. ინგლისში დარჩენა? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. სიტის დატოვების გადაწყვეტილება არც ისე დიდი ხნის წინ მივიღე. ამიტომ ვერაფერი გადაწყდება ერთ კვირაში. წარმოდგენა არ მაქვს სად წავალ, ვნახოთ..“

შეგახსენებთ, რომ დე ბრუინი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ქალაქელებს დატოვებს.

ბელგიელ ფეხბურთელს ხშირად აკრიტიკებენ, რომ დონე დააგდო და ისე ვეღარ თამაშობს, როგორც ადრე. ყველაფერი მიმდინარე სეზონში შეიცვალა. სწორედ ამიტომ, მას მანჩესტერ სიტიში დარჩენა აღარ სურს.

ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით(ESPN), კევინის გადაბირება ინტერ მაიამის სურს. ასევე დე ბრუინის ტრანსფერით საუდის არაბეთის კლუბები ინტერესდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრემიერ ლიგის ყველა დროის რეკორდები
პრემიერ ლიგის ყველა დროის რეკორდები