კომპანიის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავია | დენას თოფურიაზე ჰკითხეს
UFC-ის პრეზიდენტს, დენა უაითს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ილია თოფურიასთან დაკავშირებით ჰკითხეს, თუ ვინ იქნება ქართველი მებრძოლის შემდეგი მეტოქე.
დენა უაითი: „მუშაობას ვაგრძელებთ, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. ილია კომპანიის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავია. რამე დაგეგმილი რომ გვქონოდა, უკვე გამოვაცხადებდით’’.
„ლეგენდის“ მომდევნო მეტოქეებზე საუბრისას, ძირითადად ორი მებრძოლის კანდიდატურა ჟღერდება: ისლამ მახაჩევი და ჩარლზ ოლივეირა. UFC-ის ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია და უცნობია, თოფურია ვის დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ Pound 4 Pound რეიტინგში (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად, UFC-ის საუკეთესო მებრძოლები) „ელ მატადორი“ მესამე პოზიციაზეა. ილია მხოლოდ მახაჩევსა და ჯონს ჩამორჩება, თოფურიას შემდეგ კი, მეოთხე ადგილზე მერაბ დვალიშვილს ვხედავთ. გეტყვით იმასაც, რომ თოფურიას კარიერაში 16-დან ყველა ბრძოლა მოგებული აქვს და მსაჯების გადაწყვეტილებამდე საქმე მხოლოდ ორჯერ მიიყვანა. ილიამ ბოლო ჩხუბში მაქს ჰოლოუეი დაანოკაუტა, მანამდე კი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დააფინიშა.