ილიას იგივეს გავუკეთებ, როგორც ჩენდლერი ვცემე | პიმბლეტმა თოფურიაზე ისაუბრა
UFC 314-ზე ინგლისელმა პედი პიმბლეტმა მაიკლ ჩენდლერი მაგრად ცემა. ინგლისელმა ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა და შემდეგ ილია თოფურიასთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა. სავარაუდოდ, ამ გამარჯვების შემდეგ პედის მსუბუქი დივიზიონის საუკეთესო ათეულში ვიხილავთ.
პედი პიმბლეტი: „მისი არსებობა საერთოდ დამავიწყდა. სიხარულით მივიღებ ილიასთან ბრძოლას მსუბუქ წონაში, რეიტინგში მასზე მაღლა ვარ. ის ჩენდლერზე უფრო მეტად ჯუჯაა და ზუსტად იგივეს გავუკეთებ, როგორც ჩენდლერი ვცემე. მაკგრეგორმაც კი ჩენდლერის მოგებაზე დადო ფული’’.
ილიამ პედისთან შესაძლო შეხვედრაზე გასულ კვირაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასთან ბრძოლის სურვილი აქვს.
ილია თოფურია: „რა მოხდა ჩემსა და პიმბლეტს შორის? საქართველოზე ძალიან მაგარი სისულელე თქვა. განაცხადა, ახლა მესმის რუსეთი საქართველოს რატომ ბომბავსო. არასდროს გიცხოვრია ქვეყანაში, რომელიც ომშია ჩართული, მე მიცხოვრია და ვიცი, ეს რას ნიშნავს. ამაზე ხუმრობა არ შეიძლება. როგორ უნდა თქვა ასეთი სისულელე? სპორტი სპორტია და ყველა მებრძოლს პატივს ვცემ, მაგრამ არის საზღვრები, რომელთა გადაკვეთაც არ შეიძლება. იმედია, ერთ დღეს, მე და პედი ოქტაგონს გავიყოფთ და ყველაფერს მიხვდება. დიახ, მასთან ჩხუბი მინდა და ახლა, ერთ წონით დივიზიონში ვართ. პიმბლეტი პატარა მუწუკია. პედი „პატარა მუწუკი“ პიმბლეტი. წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვთქვა. ზოგჯერ საშინლად ჩხუბობს, ზოგჯერ კარგ რაღაცას აკეთებს. მოდით, ვიტყვი, რომ საშუალო დონის მებრძოლია“.
თოფურიას მსუბუქ წონაში გადასვლის შემდეგ ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ დიეგო ლოპესი დაამარცხა და ქამარი დაიბრუნა. ბრძოლა 5 რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა და ავსტრალიელმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით(149-146, 149-146, 148-147) გაიმარჯვა. ვოლკანოვსკიმ ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა!
„ლეგენდის“ მომდევნო მეტოქეებზე საუბრისას ძირითადად ორი მებრძოლის კანდიდატურა ჟღერდება: ისლამ მახაჩევი და ჩარლზ ოლივეირა. UFC-ის ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია და უცნობია, თოფურია ვის დაუპირისპირდება.