მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

ინტერვიუ შეაწყვეტინა - დვალიშვილი უსახლკარო ქალს დაეხმარა

გუშინ, ღამით მერაბ დვალიშვილი ერთ-ერთ გამოცემას ინტერვიუს აძლევდა, რა დროსაც მასთან უსახლკარო, გაჭირვებული ქალი მივიდა და საკვებისთვის ფული სთხოვა.

ქართველმა მებრძოლმა დაუფიქრებლად ამოიღო საფულე და ფინანსურად დაეხმარა, რაზეც ქალმა ემოციები ვერ შეიკავა და თქვა:

„მადლობა, ღმერთმა დაგლოცოს. ვინც არ უნდა იყოს ეს კაცი და რასაც არ უნდა აკეთებდეს, პატივი ეცით.“ - შემდეგ ჟურნალისტს მიმართა: „ის ნამდვილად დიდებული ადამიანია. ის არც კი მიცნობს და გამომკვება. მას დიდებული სული აქვს.“

აშკარა იყო, რომ აღნიშნულმა ადამიანმა არ იცოდა, თუ ვინ არის მერაბ დვალიშვილი. ჟურნალისტმა კი მსგავსად ქალბატონისა, მერაბი შეაქო:

„შენ ნამდვილი ჩემპიონი ხარ გალიაში და მის მიღმაც. შენ ადამიანების ცხოვრებას ცვლი.”  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვოლკანოვსკი: “ჩემს გოგოებს დავპირდი, რომ ქამარს დავიბრუნებდი“
ვოლკანოვსკი: “ჩემს გოგოებს დავპირდი, რომ ქამარს დავიბრუნებდი“