ვოლკანოვსკი: “ჩემს გოგოებს დავპირდი, რომ ქამარს დავიბრუნებდი“
UFC 314-ზე ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლა გაიმართა. ალექსანდრ ვოლკანოვსკი დიეგო ლოპესს დაუპირისპირდა.
ბრძოლა 5 რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა და ავსტრალიელმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით(149-146, 149-146, 148-147) გაიმარჯვა. ვოლკანოვსკიმ ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა!
ბრძოლის დასრულების შემდეგ, ავსტრალიელმა საკმაოდ ემოციური კომენტარი გააკეთა:
„კარგია, რომ დავბრუნდი. ასეთი სიყვარული არასდროს მიგრძნია. ყველა ვინც უყურებს, უბედურება არის პრივილეგია. ეს ნამდვილად ასეა. ეს მომენტი წარმოუდგენელია. ჩემს გოგოებს დავპირდი, რომ ქამარს დავიბრუნებდი. ვფიქრობ, ახლა მთავარი ქამრის დაბრუნება არ იყო. მთავარი არის ჩემი სათქმელი. ორი წაგებული ბრძოლის შემდეგ, დავბრუნდი და ვცემე ნამდვილი იარაღი, როგორიც დიეგო ლოპესია.“
შეგახსენებთ, რომ ვოლკანოვსკისთვის კარიერაში ეს 31-ე ბრძოლა იყო, საიდანაც 27 მოიგო და 4 წააგო. შეგახსენებთ იმასაც, რომ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ილია თოფურიამ დივიზიონი შეიცვალა.