ლოპესი დაამარცხა - ვოლკანოვსკიმ საჩემპიონო ტიტული დაიბრუნა
UFC 314-ზე ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლა გაიმართა. ალექსანდრ ვოლკანოვსკი დიეგო ლოპესს დაუპირისპირდა.
ბრძოლა 5 რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა და ავსტრალიელმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით(149-146, 149-146, 148-147) გაიმარჯვა. ვოლკანოვსკიმ ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა!
პირველი ორი რაუნდის განმავლობაში ვოლკანოვსკი აქტიურობდა და რამდენიმე დიდებული დარტყმაც შემოგვთავაზა. „დაფინიშების“ შანსიც ჰქონდა, თუმცა ბრაზილიელმა დარტყმებს გაუძლო.
თავის მხრივ, შემდეგ რაუნდებში არც ლოპესი ჩამორჩა და მასაც ჰქონდა ნოკაუტის შანსი, მაგრამ ალექსანდრმა საოცარი გამძლეობა აჩვენა. საბოლოოდ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ვოლკანოვსკიმ გაიმარჯვა და ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა.
შეგახსენებთ, რომ ვოლკანოვსკისთვის კარიერაში ეს 31-ე ბრძოლა იყო, საიდანაც 27 მოიგო და 4 წააგო. შეგახსენებთ იმასაც, რომ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ილია თოფურიამ დივიზიონი შეიცვალა.