თითქოს ამბობდნენ: გთხოვ, მეოთხე არ გაიტანო | კროოსი რეალის ლონდონში მარცხზე
მადრიდის „რეალის’’ ყოფილმა ფეხბურთელმა ტონი კროოსმა პოდკასტ Einfach mal Luppen-ში სტუმრობისას „ემირეითზე’’ გამართულ მატჩზე ისაუბრა, როცა „არსენალმა’’ „რეალი’’ 3:0 გაანადგურა.
ტონი კროოსი: „2:0-ზე ვგრძნობდი რომ ყველაფერი დავთმეთ. ჩემი გამოცდილებით, როცა „რეალი’’ მარცხდება, ყოველთვის მოდის ის მომენტი, როცა გრძნობ რომ „რეალი’’ გაიტანს, მაგრამ ამ მატჩში ასე არ ყოფილა, თითოეული გოლის შემდეგ მათგან რეაქცია მაკლდა.
გოლის გატანა მნიშვნელოვანი იყო, თუმცა თითქოს „რეალის’’ ფეხბურთელები ამბობდნენ: გთხოვ, მეოთხე არ გაიტანო.
„რეალმა’’ შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის ყველაფერი უნდა გაიღოს. „ბერნაბეუს’’ პუბლიკა „რეალს’’ დაეხმარება. პირველივე წუთიდან „არსენალი’’ წნეხში უნდა მოვაქციოთ’’.
„ემირეითზე'' დეკლან რაისმა 12-წუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა, ორივე გოლი ჯარიმიდან შეაგდო, შემდეგ კი ლუის-სკელის პასით მიკელ მერინომ გაიტანა და საპასუხო მატჩის წინ „რეალის'' მდგომარეობა მძიმეა.
მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი „რეალსა'' და „არსენალს'' შორის 16 აპრილს, „ბერნაბეუზე'' გაიმართება.