კრიშტიანუს დუბლი - ალ ნასრიმ ალ რიადს მოუგო
საუდის პრო ლიგის მორიგ ტურში ალ ნასრიმ ალ რიადს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი კრიშტიანუ რონალდუმ შეიტანა, რომელმაც დუბლი შეასრულა. წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები მეორე ნახევარში გააქტიურდნენ.
პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა წონასწორობა 56-ე წუთზე აღადგინა და კარიერაში 932-ე გოლი გაიტანა.
64-ე წუთზე კი 40 წლის თავდამსხმელმა ყუმბარისებული დარტყმით ალ რიადის კარი გახვრიტა, ალ ნასრი გაიყვანა და კარიერაში 933-ე გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, ალ ნასრის 57 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე იმყოფება.
მეორე ადგილზე მყოფ ალ ჰილალს 1 ქულით, ხოლო ლიდერ ალ იტიჰადს 8 ქულით ჩამორჩება. შემდეგ ტურში, ალ ნასრი ალ ქადისიას ესტუმრება.