“ბოლო პერიოდში ზოგადი ვარდნა შეიმჩნევა“ - ანჩელოტი ალავესთან მატჩის წინ
ლა ლიგის მორიგ ტურში საკმაოდ ცუდ ფორმაში მყოფი მადრიდის რეალი ალავესს ესტუმრება. მატჩის წინ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ანჩელოტი:
„არსენალთან მარცხი? სტატისტიკა საკმაოდ მკაფიოა. მეტოქე ნაკლები ვირბინეთ. დაშვებულ შეცდომებს აუცილებლად გამოვასწორებთ. არ ვიცი ვაპირებთ, თუ არა ქამბექს, მაგრამ აუცილებლად ვეცდებით. სიმართლე ისაა, რომ რეალი ერთადერთი გუნდია, რომელსაც ეს არაერთხელ გაუკეთებია. ბოლო წუთამდე ვეცდებით..
ყველა ოთხშაბათის მატჩზე ფიქრობს, მაგრამ ყველაფერი ხვალინდელ შესრულებაზეა დამოკიდებული. იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით ლა ლიგის ტიტულისთვის. კარგად უნდა ვითამაშოთ და მოვიგოთ. ყოველი მარცხი ყველასთვის ერთნაირია. როცა მარცხდები, რთული პერიოდი დგება. უნდა იფიქრო, როგორ დაბრუნდე. რეალმა ძალიან კარგად ივარჯიშა და უფრო მეტად კონცენტრირებულია.
ახლა ჩემს მომავალზე საუბრის დრო არ არის, რადგან კონტრაქტი საკმაოდ ნათელია. რაც არ უნდა იყოს, ამაზე სეზონის ბოლოს ვისაუბრებთ. კლუბი ყოველთვის მხარს მიჭერს, განსაკუთრებით რთულ დროს. ბოლო პერიოდში, ზოგადი ვარდნა შეიმჩნევა და არა მხოლოდ ცალკეულ მოთამაშეებში. ბოლო თამაშებში ბევრი დათმეთ და სწორედ აქ უნდა შევჩერდეთ. არ ვიცი, ძნელი გასააზრებელია, თუ რატომ არ მოგვცა ლა ლიგამ შაბათს თამაშის უფლება.“
შეგახსენებთ, რომ რეალი არსენალთან 0:3 დამარცხდა. ბოლო პერიოდში რეალმა თამაშის ხარისხს აშკარად მოუკლო და კინაღამ სამეფო თასიდანაც გავარდა, სადაც სოსიედადთან მატჩი 4:4 დაასრულა. რეალისა და ალავესის მომავალი დაპირისპირება 13 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 18:15-დან დაიწყება.