ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე | 17 წლის ლოლუას ბრწყინვალე გამოსვლა
ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 17 წლის ვახტანგ ლოლუამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში სომეხ მანველ ხაჩატრიანთან 0:1-ს აგებდა, თუმცა მეორე პერიოდში ვითარება შეიცვალა, ლოლუამ ანგარიში გაათანაბრა და შემდეგ წინ გავიდა. საბოლოოდ 8:1 გაიმარჯვა.
გამარჯვების შემდეგ ლოლუამ კომენტარი გააკეთა: „სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმდენად გახარებული ვარ. დიდებში ევროპის ჩემპიონატზე პირველად გამოვედი, კმაყოფილი ვარ. ვეცდები შემდეგში საქართველოში ოქროს მედალი ჩამოვიტანო. მადლობა მწვრთნელებს, ექიმებს, გულშემატკივრებს. ამ გამარჯვებას ჩემს გარდაცვლილ ძმაკაცს, ნუგზარ წურწუმიას ვუძღვნი და ყველაფერს ვიზამ მისი სულის გასახარებ
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს პირველი მედალი ვახტანგ ლოლუამ მოუტანა, მეორე მედალი რამაზ ზოიძის აქტივშია, რომელიც ფინალში სომეხ მალხას ამოიანთან დამარცხდა.