გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

გულშემატკივრების გამოკითხვა - შერმადინი კვირის საუკეთესოდ აირჩიეს

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გიორგი შერმადინმა გაიბრწყინა და ტორტონასთან შესანიშნავი სტატისტიკა დააფიქსირა, ტენერიფემ კი მეტოქე 93:89 დააფიქსირა.

ქართველი კალათბურთელის ასეთი თამაში გულშემატკივრებს არ გამოეპარათ და გამოკითხვაში 49%-მა საუკეთესოდ სწორედ შერმადინი დაასახელა. გიორგი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა იტალიური გუნდის წინააღმდეგ 19 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ასევე გეტყვით, ტორტონას და ტენერიფეს განმეორებითი მატჩი იტალიაში 16 აპრილს გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ ვიდორეტას გუნდი ისევ მოიგებს, ნახევარფინალში გავა. წაგების შემთხვევაში, გადამწყვეტი მესამე მატჩი დაინიშნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
NBA: 19 და 11 ქულა - მამუკელაშვილისა და ბითაძის კარგი თამაში
NBA: 19 და 11 ქულა - მამუკელაშვილისა და ბითაძის კარგი თამაში