ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

ლოჩოშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო | იტალიური მედიის შეფასება

იტალიის სერია B-ს 33-ე ტურში „სალერნიტანამ’’ შინ ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი „სუდტიროლი’’ 2:1 დაამარცხა. „სალერნიტანას’’ მთავარმა მწვრთნელმა პასკუალე მარინომ ლუკა ლოჩოშვილი სასტარტოში კვლავ შეუცვლელად ათამაშა. სამ ცენტრალურ მცველს შორის ლუკა მარცხენა მცველი იყო.

როგორც გამოცემა Salernonotizie წერს, ლუკა ფიზიკურ სიძლიერესთან ერთად ინიციატივებს ავლენდა. ფლანგზე კორაცასთან ერთად სახიფათო იყო.

Tuttomercatoweb-მა ამ მატჩში ყველაზე მეტი ქულა ლოჩოშვილს, ტომაზო კორაცასა და გამარჯვების გოლის ავტორ ჯან მარკო ფერარის დაუწერა - 7.  უნდა ითქვას რომ ჯან მარკო ფერარის სერია A-ში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს და ერთხელ, 2021 წელს იტალიის ეროვნულ ნაკრებში ითამაშა. ასე რომ ლუკას გვერდით დაცვით ცენტრში საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელია.

Tuttomercatoweb: „ლოჩოშვილი დაცვაში თამაშზე კონცენტრირებული იყო. ასევე, ფლანგზეც მოქმედებდა, ცდილობა მეტოქის ნახევარზე გადასულიყო. მეორე ნახევარში მეტოქის ბევრი შეტევა შეაჩერა სიძლიერისა და სისწრაფის ხარჯზე’’.

33 ტურის შემდეგ „სალერნიტანა’’ 20 გუნდს შორის მე-18 ადგილზეა. ჩემპიონატში ადგილი ფლეი-აუტის გარეშე რომ შეინარჩუნოს, მე-15 ადგილზე გასვლაა საჭირო. „სალერნიტანა’’ მე-15 ადგილზე მყოფ „ბრეშას’’ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. შემდეგ ტურში ლოჩოშვილის გუნდი „ჩიტადელას’’ მიიღებს, რომელიც მე-14 ადგილზეა 36 ქულით. მოკლედ, სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა, გუნდებს შორის მცირე ქულათა სხვაობაა.

სეზონის პირველ ნახევარში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს „კრემონეზეში'' მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, იანვარში „სალერნიტანაში'' გადავიდა, სერია B-ში ზედიზედ 13 მატჩი ჩაატარა, ყველა შეხვედრაში სასტარტოში იყო და მხოლოდ ერთხელ შეცვალეს. კლუბში რეგულარული სათამაშო დრო სანაკრებო შეხვედრებზე დადებითად აისახა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„თანამედროვე ფეხბურთში მისნაირი არავინაა“ | რას წერს The Guardian-ი კვარაზე
„თანამედროვე ფეხბურთში მისნაირი არავინაა“ | რას წერს The Guardian-ი კვარაზე