„აქ სიმართლეს ცოტა ამბობს... ჭაღარა პატრონს ეს შესაძლებლობა სძულს...“
ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას დღემდე ვერ ივიწყებენ და კლუბის პრეზიდენტ დე ლაურენტისს ქართველის გაშვებაში ადანაშაულებენ.
Areanapoli ამ საკითხის შესახებ წერს და ჟურნალისტის რაფაელ აურიემას სიტყვებსაც აქვეყნებს, რომელიც დე ლაურენტისს ბრალს პირდაპირ სდებს.
„ხვიჩა კვარაცხელიას წასვლა ნაპოლის გულშემატკივრებისთვის ღია ჭრილობად რჩება. გარდა ამისა, პსჟ-ში ქართველის კარგი თამაში, ნეაპოლელებს მხოლოდ სინანულის გრძნობას უძლიერებს. მასთან ერთად პარტენოპეის სატურნირო ცხრილში რამდენიმე ქულით მეტი ექნებოდა.
არის ხალხი, რომელთა ნაწილიც თვლის, რომ კვარაცხელიამ კლუბი დააშანტაჟა და ფიფას მე-17 მუხლის გამოყენების მუქარით წავიდა, მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც კვარას მხარეს არიან, მათ შორისაა რაფაელ აურიემა, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი. მან ამ თემაზე შემდეგი რამ დაწერა:
„მე კვარაცხელიასთან ვარ და ყველა იმ ყოფილ ფეხბურთელთან, ვისაც უღიმღამო ნარატივით ცუდად მოიხსენიებენ. ამას არ ვეთანხმები, მათ არასწორად აკრიტიკებენ.
აქ სიმართლე მხოლოდ რამდენიმე ადამიანის პირიდან გამოდის. ჭაღარა პატრონი (დე ლაურენტისი) ეწინააღმდეგება და სძულს ჩემპიონობა და ეს ყველაფერი, რადგან ჩემპიონობა შესანიშნავია, მაგრამ პრეზიდენტისთვის მხოლოდ მაშინ, თუ მას ერთი ევროთი მეტიც კი არ დაუჯდება. მისი ფინანსები ჩადებულია მხოლოდ იმ მიზნისთვის, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდეს. მხოლოდ ეს ერთადერთი მიზანი აქვს.
ძალიან მინდა ვნახო სეზონის ბოლოს, თუ კონტე სასწაულს ვერ მოახდენს და ჩემპიონი ვერ გახდება, ამის შემდეგ რამდენი იზეიმებს ამ ყველაფერს. ამის შემხედვარე გული დამწყდება, რადგან ხვიჩას გაშვებით მან შესაძლებლობა გაუშვა, რომელიც შეიძლებოდა განუმეორებელი ყოფილიყო“.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას გაყიდვამდე „ნაპოლი“ სერია A-ში ლიდერობას ინარჩუნებდა. იანვრიდან კი ეტაპობრივად „პარტენოპეი“ დასუსტდა და მათი თამაში არადამაჯერებელი გახდა. ამჟამად კონტეს გუნდი ლიდერ „ინტერს“ 3 ქულით ჩამორჩება.