უნიკალური რეკორდი - ედერსონი პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა
პრემიერ ლიგის მორიგ ტურში მანჩესტერ სიტიმ კრისტალ პალასს უმასპინძლა და 5:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ქალაქელები 0:2-ს აგებდნენ და ქამბექი შემოგვთავაზეს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან ეს არ იყო.
56-ე წუთზე სიტის მხრიდან მეოთხე გოლი მაკატიმ გაიტანა. ახალგაზრდა ინგლისელს საგოლე პასი ედერსონ მორაეშმა გაუკეთა, რაც პრემიერ ლიგის ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია.
ბრაზილიელ კარის დარაჯს, ინგლისის ჩემპიონატში 7 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, რაც უნიკალური შედეგია. ამდენი საგოლე გადაცემა ისტორიაში სხვა არცერთ მეკარეს არ აქვს.
ცნობისთვის, მანჩესტერელთა მხრიდან მაკატის გარდა გოლები კოვაჩიჩმა, ო’რაილიმ დე ბრუინმა და მარმუშმა გაიტანეს.
რაც შეეხება სიტის, გუარდიოლას გუნდი პრემიერ ლიგაში ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის.
შეგახსენებთ იმასაც, რომ მომავალ სეზონში პრემიერ ლიგის პირველ 5 გუნდს შეუძლია ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გასვლა. სიტი ამ მომენტისთვის 55 ქულით მეოთხე ადგილზეა, მაგრამ ჩელსის და ნიუკასლს 53-53 ქულა და 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.