ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ბარსელონას ტურნირი - ბასილაშივლმა საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გაიარა

ბარსელონას ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგის 115-ე ნომერს, დანიელ გალანს დაუპირისპირდა და ორ სეტში 3:6 3:6 დამარცხდა.

ბასილაშვილმა მატჩი ცუდად დაიწყო და პირველივე გეიმი დათმო, თუმცა უკუ-ბრეიკი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა.

მეშვიდე გეიმამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა. მეშვიდე გეიმში კოლუმბიელმა ჩოგბურთელმა ბრეიკი შეასრულა და წინ გავიდა. შემდეგ თავისი ჩაწოდებაც მოიგო და სეტი კვლავ ბრეიკით დახურა.

მეორე სეტი ჩოგბურთელებს არასტაბილური გამოუვიდათ. ჩაწოდებაზე დამაჯერებლად ვერცერთი ვერ თამაშობდა, თუმცა უფრო ზუსტი, სამწუხაროდ გალანი იყო. ნიკოლოზმა 2 ბრეიკი შეასრულა, საპირისპიროდ კი გალანმა 3 და მატჩი მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზედიზედ 5 მატჩი წააგო და ATP-ის ცოცხალ რეიტინგში 361 ქულით 159-ე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გავაფრთხილე, რომ სინერთან ეს არ გამოეყენებინა“ - დოპინგ-სკანდალის ახალი დეტალები
„გავაფრთხილე, რომ სინერთან ეს არ გამოეყენებინა“ - დოპინგ-სკანდალის ახალი დეტალები