„ჩაკვეტაძემ უოტფორდში მისი ბოლო მატჩი ჩაატარა?“ - მინიშნება ტრანსფერზე
გიორგი ჩაკვეტაძემ ფეხის თითის ტრავმის გამო სეზონი ნაადრევად დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია „უოტფორდმა“ უკვე ოფიციალურად დაადასტურა. ქართველმა შემტევმა შესაძლოა ივნისში ნაკრების ამხანაგური მატჩებიც გამოტოვოს, თუმცა ბრიტანული გამოცემა footballleagueworld-ი სულ სხვა კითხვას სვამს - „ეს ჩაკვეტაძისთვის უოტფორდში ჩატარებული ბოლო მატჩი იყო?“
Football League World-თან საუბრისას, უოტფორდის გულშემატკივართა ექსპერტი ჯასტინ ბიტი თვლის, რომ ჩაკვეტაძეს შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ, შემოთავაზებები ექნება და მისთვის „უოტფორდში“ თამაში დასრულებულია.
„აბსოლუტურად გაოგნებული დავრჩები, თუ ეს ჩაკვეტაძისთვის უოტფორდში გამართული ბოლო მატჩი არ გამოდგება. მისთვის ტრავმის გამო სეზონი დასრულდა და ასეთი ასპარეზობიდან გამომდინარე, ქართველი ფეხბურთელი კლუბის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია.
გიორგი ჩვენი ყველაზე ძვირფასი პროდუქტია, კლუბს კი ფული სჭირდება და აქედან გამომდინარე არ მგონია მისი შენარჩუნება შესაძლებელი იყოს. ის დიდი ალბათობით წავა. ქომაგების უმრავლესობა ამას გაიგებს და ვფიქრობ, ყველანი ვაფასებთ იმას, რაც მან კლუბისთვის გააკეთა.
მოკლე დროში ჩაკვეტაძემ კლუბში ბევრი მატჩი ჩაატარა და ვფიქრობ, უოტფორდის გულშემატკივრებს სურთ მას კარიერაში საუკეთესო უსურვონ, სადაც არ უნდა წავიდეს“.
- ამბობს ბიტი.
შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძის მიმართ ინტერესი „ევერტონს“, „ვულვზსა“ და „ლესტერს“ აქვთ. ბრიტანული პრესა ვარაუდობს, რომ ზაფხულში ქართველის მსურველთა რიგებს კიდევ ბევრი კლუბი შეემატება.