თორნიკე შენგელია
Aa
Aa

17 ქულა და მარცხი ბარსელონასთან | შენგელიას ვირტუს ბოლონიამ ევროლიგის სეზონი დაასრულა

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგაზე ასპარეზობა დაასრულა. ქართველი კალათბურთელის გუნდი ბოლო ტურში სტუმრად „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 87:91 დამარცხდა.

შენგელია „ვირტუს ბოლონიას“ რიგებში საუკეთესო იყო და 17 ქულა, 1 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 10-დან 4 ორქულიანი და 11-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი გააფუჭა.

შენგელის გარდა, 16 ქულით ჯასტინ ჰოლიდეი გამოირჩა, უილ კლაიბერნს კი 15 ქულა ჰქონდა. „ბარსელონას“ რიგებში საუკეთსო კევინ პანტერი იყო - 20 ქულა, ჯასტინ ანდერსონმა 12 ქულა დააგროვა, ჯაბარი პარკერმა - 10.

ცნობისთვის, შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგა 9 მოგებითა და 25 წაგებით დაასრულა და მე-17 პოზიცია დაიკავა. „ვირტუს ბოლონია“ იტალიის ჩემპიონატზე გადაერთვება და მომდევნო შეხვედრას „ბრეშასთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შონის ქურთუკი და თოჯინა მისი გამოსახულებით | დვალიშვილი VS ომალის პრესკონფერენცია
შონის ქურთუკი და თოჯინა მისი გამოსახულებით | დვალიშვილი VS ომალის პრესკონფერენცია