„მესტალია ისევ მის სახელს სკანდირებდა“ | ესპანური პრესა მამარდას მაგარ მატჩზე
გიორგი მამარდაშვილმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და „სევილიას“ წინააღმდეგ კარი მშრალად შეინახა. ქართველმა მეკარემ 5 ბურთი მოიგერია, მისი კარგი თამაშის წყალობით კი, „ვალენსიამ“ 1:0 იმარჯვა და ესპანურ პრესას „მამარდას“ ასპარეზობა უყურადღებოდ არ დარჩენია.
Plaza Deportiva (8 ქულა): „ქართველმა მეკარემ რამდენიმე გადამწყვეტი სეივი გაიფორმა და კარი მშრალად შეინახა“.
El Desmarque (9 ქულა): „სამი დარტყმა მოიგერია, რომლებიც გოლი უნდა ყოფილიყო. მესტალია ისევ მის სახელს სკანდირებდა“.
AS: „კიდევ ერთი ბრწყინვალე თამაში ჰქონდა და შესანიშნავი სეივები მიითვალა, რომელთა წყალობითაც, სევილიას გოლი არ გაატანინა და კარი მშრალად შეინახა. საწყის წუთებში, ფეხით თამაშისას ყოყმანობდა, მაგრამ კარის ხაზზე, მთელი მატჩის განმავლობაში, ძალიან თავდაჯერებული იყო“.
Nostresport: „ქართველი მეკარე თავის ძველ ფორმას უბრუნდება. მამარდაშვილმა ბრწყინვალე სეივები მიითვალა და კარი მშრალად შეინახა. პირველ ტაიმში, გაუმართლა სევილიას გოლი რომ გაუქმდა“.
ცნობისთვის, Sofascore-მა მამარდაშვილის თამაში 8.2 ქულით შეაფასა და მატჩის MVP-დ დაასახელა, ლა ლიგამ ეს ჯილდო ხავი გერას გადასცა, რომელმაც გოლი გაიტანა. Sofascore-ის მსგავსად, „მამარდა“ Whoscored-ის MVP გახდა და სააგენტოსგან 8.1 ქულა დაიმსახურა.