გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მაგარი სეივი და მეშვიდე მშრალი მატჩი | ბრწყინვალე მამარდა ვალენსიას მოგებაში დაეხმარა

ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ საკუთარ კედლებში „სევილიას“ დაუპირისპირდა. „ღამურებმა“ ზედიზედ მესამე თამაში მოიგეს და ანდალუსიელები მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხეს.

შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე გავიდა. დიეგო ლოპესის გადაცემის შემდეგ, ხავი გერა ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდა და „სევილიას“ მეკარეს, ორიან ნაილანდს შანსი არ დაუტოვა.

„ვალენსიას“ წარმატებაში მამარდაშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა. გიორგიმ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში კარი მშრალად მეშვიდედ შეინახა და 5 სეივი ჰქონდა. „მამარდა“ თამაშში პირველად მეხუთე წუთზე ჩაერთო, როდესაც, ალბერტ სამბი ლოკონგას შორეული დარტყმა მოიგერია.

მე-16 წუთზე, ქართველმა გოლკიპერმა ისააკ რომეროს მარტივი გასროლა აიღო, 34-ე წუთზე კი, დროულად გამოვიდა და „ვალენსია“ სახიფათო მომენტს გადაარჩინა.

მეორე ტაიმში, მამარდაშვილმა გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. 51-ე წუთზე, გიორგიმ სამბი ლოკონგას ურთულესი ბურთი მოიგერია და „ვალენსიას“ უპირატესობა შეუნარჩუნა. რამდენიმე წამში, გიორგიმ ლუკებაკიოს აჯობა.

ამრიგად, „ვალენსიას“ 37 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციას იკავებს. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 19 აპრილს გამართავენ და სტუმრად „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ინიესტას მსგავსი მოძრაობა“ | ნიდერლანდებში მიქაუტაძეზე ისაუბრეს
„ინიესტას მსგავსი მოძრაობა“ | ნიდერლანდებში მიქაუტაძეზე ისაუბრეს