გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ქოჩორაშვილს მომენტი ჰქონდა და აქტიურობდა | ლევანტეს დასანანი ფრე

ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის, ლა ლიგა 2-ის 35-ე ტურში, გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ „კორდობას“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი ორჯერ იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერც ერთხელ შეინარჩუნა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა და „ლევანტე“ როჯერ ბრუგემ დააწინაურა. 48-ე წუთზე, პედრო ორტისმა წონასწორობა აღადგინა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე, ალექს ფორესმა „ლევანტე“ წინ კიდევ ერთხელ გაიყვანა, მაგრამ 5 წუთში, რუბენ ალვესი გამოირჩა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ქოჩორაშვილს კარგი მატჩი ჰქონდა. პირველ ტაიმში, გიორგის უფრო მეტად დაცვითი სამუშაოების შესრულება უწევდა, მეორე ნახევარში კი, შეტევაშიც ერთვებოდა და მომენტები ჰქონდა. 64-ე წუთზე, ქართველმა ნახევარმცველმა საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა და „კორდობას“ მეკარემ, კარლოს მარინმა მისი დარტყმა გაჭირვებით მოიგერია, დამატებაზე კი ფორესმა ცუდად ითამაშა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-9 წუთზე, ქოჩორაშვილმა კარგი შეტევა წამოიწყო და შეეძლო, პრე-ასისტი გაეფორმებინა, მაგრამ ესპის დარტყმა ხარიხას მოხვდა.

ცნობისთვის, „ლევანტეს“ 63 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. ქოჩორაშვილის გუნდი მესამე ადგილზე მყოფ „რასინგს“ 4 ქულით უსწრებს და მომდევნო შეხვედრა 19 აპრილს, „სარაგოსას“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს მებრძოლის გადმოსახედიდან თქვა“ | თოფურიამ ხაბიბს უპასუხა
„ეს მებრძოლის გადმოსახედიდან თქვა“ | თოფურიამ ხაბიბს უპასუხა