მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

შონის ქურთუკი და თოჯინა მისი გამოსახულებით | დვალიშვილი VS ომალის პრესკონფერენცია

მერაბ დვალიშვილი მომდევნო ორთაბრძოლას შონ ომალის წინააღმდეგ გამართავს და მათი ჩხუბი UFC 316-ის მთავარი მოვლენა იქნება. დღეს, ამ ღონისძიებისთვის მიძღვნილი პრესკონფერენცია ვიხილეთ, რომელზეც „მანქანა“ „შუგასგან“ მოპარული ქურთუკითა და მისი გამოსახულების მქონე თოჯინით გამოცხადდა.

ამასთან, დვალიშვილს ეფარა კეპი, რომელსაც ეწერა: „შონის მამიკო“, მის თოჯინას კი ეფარა კეპი წარწერით: „მერაბის შვილი“. პრესკონფერენციაზე „შუგას“ ბევრი არაფერი უთქვამს, მერაბმა კი ჩვეული თავმდაბლობა გამოიჩინა.

რა თქვა მერაბ დვალიშვილმა

„ჩემი ასეთი ჩაცმულობა უბრალოდ ხუმრობაა, მაგრამ ჩხუბისთვის მთელი სერიოზულობით ვემზადები. ომალი კარგი მებრძოლია და ძლიერი დარტყმა აქვს, რაც პირველი დაპირისპირებისას ვიგრძენი კიდეც. კორექტივებს შეიტანს და ჩემს დაფინიშებას შეეცდება. ძალიან კარგი ჩხუბი გელოდებათ.

პირველი ორთაბრძოლის შემდეგ, ომალიმ თქვა, რომ ტრავმირებული იყო. ახლა აცხადებს, რომ 70 პროცენტით უკეთესი მებრძოლია და მინდა, ეს საკუთარი თვალით ვნახო. არ მგონია, რომ მარტივი ჩხუბი მელოდება და თავდაუზოგავად მუშაობა უნდა გავაგრძელო. ეს ჩემთვის პირველი რემატჩია და მაქსიმუმს გავიღებ. შონი ჩემს დაფინიშებას შეეცდება და მეც შევეცდები, ჩხუბი ნაადრევად დავასრულო.

რემატჩის წინ, განსხვავებული ვითარება გვაქვს. პირველ ჩხუბამდე, ომალი უპატივცემულობას იჩენდა და ჩემზე სიბინძურეებს ამბობდა. ამჯერად, თავმდაბალია და პატივისცემას იჩენს, რის გამოც, რთულია, მთელი სერიოზულობით მივუდგე, მაგრამ ნამდვილად ამას გავაკეთებ. საინტერესო ორთაბრძოლა იქნება და როგორც ვთქვი, მარტივი ჩხუბი არ მელოდება.

ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ასვლა თუ დიეგო ლოპესმა მოიგო? ვნახოთ, რა მოხდება. ჯერ მე უნდა გავიმარჯვო, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება. ლოპესმაც უნდა მოიგოს, რისიც არ მჯერა და ვფიქრობ, ვოლკანოვსკი გაიმარჯვებს.

რა თქვა შონ ომალიმ

„UFC-ის მადლობელი ვარ, რომ რემატჩი სწრაფად მომცა. მერაბს ცალი ფეხით ვეჩხუბე და ეს შედეგი მივიღეთ. ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი. რემატჩით აღფრთოვანებული ვარ, ჩემი უნარების მჯერა და ვიცი, რომ დვალიშვილს დავამარცხებ. ეს ჩხუბი ალჯამაინ სტერლინგთან გამართულ ორთაბრძოლას მახსენებს, რომელშიც ყველამ ჩამომწერა. აქაც იგივე ხდება და შედეგიც ისეთივე იქნება .მერაბს მაგარი კარდიო აქვს და თავდაუზოგავად ვმუშაობ. მოუთმენლად ველოდები, ოქტაგონზე როდის გავალ და როდის ვიჩხუბებ“.

შეგახსენებთ, რომ UFC 316 თბილისის დროით, 8 ივნისს გაიმართება და ბუკმეკერები ფავორიტად „მანქანას“ ასახელებენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოზე ასეთი რაღაც არ უნდა ეთქვა“ | ილიამ პიმბლეტზე ილაპარაკა
„საქართველოზე ასეთი რაღაც არ უნდა ეთქვა“ | ილიამ პიმბლეტზე ილაპარაკა