გიორგი ღავთაძე
Aa
Aa

გიორგი ღავთაძის მაგარი გოლი | ფუტსალის ნაკრებმა კოსოვო დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოსწინა შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი კოსოვოს დაუპირისპირდა და სტუმრად ჩატარებული მატჩი 3:1 მოიგო.

შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა. მე-16 წუთზე, საქართველოს ნაკრები ბრწყინვალე გოლით დაწინაურდა. გიორგი ღავთაძემ შესანიშნავად იმოქმედა, კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი პარკეტზე არ დაუშვა და საოცარი გოლი შეაგდო.

მასპინძლებმა ანგარიში 31-ე წუთზე გაათანაბრეს, თუმცა, რამდენიმე წამში, ნიკა ხარატიშვილმა საქართველოს ნაკრები წინ კიდევ ერთხელ გაიყვანა, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი არჩილ სებისკვერაძემ დააფიქსირა - 3:1.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს 12 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე პოზიციას იკავებს. პირველ ადგილზე საფრანგეთი იმყოფება, რომელსაც ბოლო ტურში, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შევხვდებით. ჩვენს გუნდს პირველი ადგილის დაკავების თეორიული შანსი აქვს, მაგრამ ეს გაჭირდება და სავარაუდოდ, პლეიოფში მოგვიწევს თამაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოზე ასეთი რაღაც არ უნდა ეთქვა“ | ილიამ პიმბლეტზე ილაპარაკა
„საქართველოზე ასეთი რაღაც არ უნდა ეთქვა“ | ილიამ პიმბლეტზე ილაპარაკა