გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„ინიესტას მსგავსი მოძრაობა“ | ნიდერლანდებში მიქაუტაძეზე ისაუბრეს

ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა, კეს კვაკმანმა, რომელიც ESPN-ისთვის ანალიტიკოსად მუშაობს, გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა. კვაკმანი „ლიონისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მატჩს გამოეხმაურა და საინტერესო განცხადება გააკეთა.

„მატჩის ერთ ეპიზოდში, მარცხენა ფლანგზე აქტიურობა შევნიშნე. ვიკითხე, ვინ არის-მეთქი. თავდაპირველად, რაიან შერკი მეგონა, მაგრამ გიორგი მიქაუტაძე აღმოჩნდა. მახსოვს, ვერ დავიჯერე და ვთქვი, ეს შეუძლებელია-მეთქი.

ყველამ ვნახეთ, მიქაუტაძემ ევროპის ჩემპიონატზე როგორ ითამაშა, მაგრამ ახლა პირველად ვნახე მისი მომენტი, რომელმაც გამაოცა. მარცხენა ფლანგიდან ძალიან ტექნიკური იყო... ინიესტას მსგავსი მოძრაობა გააკეთა, შემდეგ კი ჩააწოდა და მომენტი შექმნა. ტექნიკურად ძალიან კარგად იმოქმედა. მიქაუტაძისგან ასეთი რამ აიაქსში არ გვინახავს, მაგრამ ეს მხოლოდ მისი ბრალი არ ყოფილა“.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩში, მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა და „ლიონის“ მეორე გოლში უდიდესი წვლილი შეიტანა. ქართველ ფეხბურთელს საგოლე მოქმედება არ ჰგონია, შეხვედრა კი ფრედ, 2:2 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს მებრძოლის გადმოსახედიდან თქვა“ | თოფურიამ ხაბიბს უპასუხა
„ეს მებრძოლის გადმოსახედიდან თქვა“ | თოფურიამ ხაბიბს უპასუხა