ალექსანდრ ვოლკანოვსკი, დიეგო ლოპესი
Aa
Aa

UFC 314 | ვოლკანოვსკიმ და ლოპესმა საჩემპიონო წონა დააფიქსირეს

UFC-ის მომდევნო ღონისძიება UFC 314-ია, რომლის მთავარი მოვლენაც ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და დიეგო ლოპესის საჩემპიონო დაპირისპირებაა. ისინი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამრისთვის იბრძოლებენ, მაიკლ ჩენდლერი და პედი პიმბლეტი კი თანამთავარი მოვლენის მონაწილეები არიან.

ტრადიციულად, პარასკევს, აწონვების ცერემონია გაიმართა და ვოლკანოვსკიმ და ლოპესმა ერთნაირი წონა დააფიქსირეს - 65.77 კილოგრამი. ერთსა და იმავეს იწონიან ჩენდლერი და პიმბლეტიც - 70.7 კილოგრამი.

სხვა მებრძოლებს რაც შეეხებათ, ბრაის მიტჩელი და ჟან სილვა თანაბარი წონისანი არიან - 66.2 კგ. იაირ როდრიგესი პატრისიო ფრაირეზე ოდნავ მძიმეა - 66.2, 65.77-თან. ნიკიტა კრილოვმა და დომინიკ რეიესმა ერთნაირი წონა დააფიქსირეს - 93.44 კგ.

შეგახსენებთ, რომ ვოლკანოვსკი და ლოპესი ილია თოფურიას მიერ, ვაკანტურად დატოვებული ქამრისთვის იასპარეზებენ. ღონისძიება თბილისის დროით, კვირას დილით არის ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოზე ასეთი რაღაც არ უნდა ეთქვა“ | ილიამ პიმბლეტზე ილაპარაკა
„საქართველოზე ასეთი რაღაც არ უნდა ეთქვა“ | ილიამ პიმბლეტზე ილაპარაკა