რამაზ ზოიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია | ლოლუა ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში რამაზ ზოიძე (77 კგ) ფინალში იჭიდავებს – ქართველმა ნახევარფინალში შვედი ფალავანი 10:2 დაამარცხა და 12 აპრილს ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
ტურნირზე 17 წლის ვახტანგ ლოლუა ბრინჯაოს მედლის მოპოვებას რეპეშაჟიდან შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს დასრულდა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლით გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.
წყარო: 1tv.ge