ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ხაბიბის წინ დავაფინიშებ“ | ილია თოფურია ისლამ მახაჩევთან ჩხუბზე

ილია თოფურია დარწმუნებულია, რომ UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედ ჩემპიონს, ისლამ მახაჩევს დაამარცხებს. „ლეგენდა“ აცხადებს, რომ მახაჩევს საბმიშენით მოუგებს და ამას მისი მწვრთნელის, ლეგენდარული ხაბიბ ნურმაგომედოვის თვალწინ გააკეთებს.

„რაში ვარ მახაჩევზე ძლიერი? მოდით, ასე ვთქვათ: „ისლამს ვკითხავ მისი საყვარელი საბმიშენი რა არის და რომელსაც მეტყვის, იმით დავაფინიშებ. დარსის მახრჩობელა ილეთს აირჩევს? დარსის მახრჩობელა ილეთით დავაფინიშებ“. მისი მწვრთნელი ლეგენდარული ხაბიბ ნურმაგომედოვია? მერე რა?! არანაირი პრობლემა არაა. ხაბიბთან ახლოს მივიყვან და საბმიშენით მის წინ დავაფინიშებ.

ნურმაგომედოვს ხალხი პარტერში გადაჰყავდა და დენა უაითს ელაპარაკებოდა. მე ისლამს დავაგდებ და ხაბიბს დავუწყებ ლაპარაკს. რა თქმა უნდა, ვხუმრობ და ხაბიბს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ მართლა ასე ვფიქრობ და მჯერა, რომ შემიძლია, მახაჩევი იმ ილეთით დავაფინიშო, რომელსაც მეტყვის, რომ მისი ფავორიტია. ამ საკითხზე ნამდვილად არ ვხუმრობ, მართლა ასე მგონია.

ხალხი ვერ ხვდება, რომ ჩემი ბაზა ჭიდაობა და ჯიუ-ჯიცუა, შემდეგ კი სტრაიკინგზე გადავერთე. ჩემი საუკეთესო იარაღი პარტერია. დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოს შოკში ჩაგდება შემიძლია. როგორც არ ელოდნენ, რომ ვოლკანოვსკისა და ჰოლოუეის დავაფინიშებდი, ისე არ ელოდებიან, მახაჩევთან ჩემს გამარჯვებას, მე კი ვიცი, რომ ზუსტად ეს მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბის აზრით, თოფურია ეგრევე საჩემპიონო ჩხუბის მიღებას არ იმსახურებს. ილიამ ჯერ ტოპ 5-ის წარმომადგენელი უნდა დაამარცხოს და ისლამს შემდეგ დაუპირისპირდეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა ახლა ისე თამაშობს, ასეთი ნაპოლიში პირველ წელსაც არ მინახავს“
„ხვიჩა ახლა ისე თამაშობს, ასეთი ნაპოლიში პირველ წელსაც არ მინახავს“