ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„საქართველოზე ასეთი რაღაც არ უნდა ეთქვა“ | ილიამ პიმბლეტზე ილაპარაკა

UFC-ის მებრძოლმა, ილია თოფურიამ პედი პიმბლეტზე ისაუბრა. „ლეგენდამ“ ინგლისელი მებრძოლი გააკრიტიკა და მასთან მომხდარ დაპირისპირებაზე დეტალურად ილაპარაკა.

„რა მოხდა ჩემსა და პიმბლეტს შორის? საქართველოზე ძალიან მაგარი სისულელე თქვა. განაცხადა, ახლა მესმის რუსეთი საქართველოს რატომ ბომბავსო. არასდროს გიცხოვრია ქვეყანაში, რომელიც ომშია ჩართული, მე მიცხოვრია და ვიცი, ეს რას ნიშნავს. ამაზე ხუმრობა არ შეიძლება.

როგორ უნდა თქვა ასეთი სისულელე? სპორტი სპორტია და ყველა მებრძოლს პატივს ვცემ, მაგრამ არის საზღვრები, რომელთა გადაკვეთაც არ შეიძლება. იმედია, ერთ დღეს, მე და პედი ოქტაგონს გავიყოფთ და ყველაფერს მიხვდება. დიახ, მასთან ჩხუბი მინდა და ახლა, ერთ წონით დივიზიონში ვართ.

პიმბლეტი პატარა მუწუკია. პადი „პატარა მუწუკი“ პიმბლეტი. წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვთქვა. ზოგჯერ საშინლად ჩხუბობს, ზოგჯერ კარგ რაღაცას აკეთებს. მოდით, ვიტყვი, რომ საშუალო დონის მებრძოლია“.

საინტერესოა, რომ თოფურიას სთხოვეს, დაესახელებინა მებრძოლი, ვის გამოც, UFC-ის ღონისძიების ნახვაში ფულს გადაიხდიდა და „ლეგენდამ“ მერაბ დვალიშვილი გამოარჩია. ილიას თქმით, მას „მანქანის“ ჩხუბების ყურება დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია ტოპ 10-ში
ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია ტოპ 10-ში