კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპე VS პსჟ - პარიზული კლუბის ანგარიშზე 55 მილიონი ევრო გაყინეს

კილიან მბაპე „პარი სენ-ჟერმენს“ დავალიანების გადაუხდელობის გამო, უეფაში უჩივლებს. ინფორმაცია ESPN-ი ავრცელებს. 

გასული წლის სექტემბერში, საფრანგეთის საფეხბურთო პროფესიულმა ლიგამ (LFP) პარიზულ კლუბს, მბაპეს წინაშე არსებული დავალიანების გასტუმრება დაავალა, რაც ხელფასისა და ბონუსების სახით ჯამში 55 მილიონ ევროს შეადგენს. 

მოგვიანებით, ვინაიდან პარიზული კლუბი დავალიანებას არ ფარავდა, მბაპემ LFP-ს სადისციპლინო კომიტეტს მიმართა, თუმცა მისი მიმართვის განხილვა შეჩერდა, ვინაიდან პსჟ-მ LFP-ს პარიზის სასამართლოში უჩივლეს.

გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ პარიზული კლუბის ანგარიშზე 55 მილიონი ევრო გაყინეს - ის რაოდენობა, რომელიც პსჟ-მ ფრანგ ფეხბურთელს უნდა გადაუხადოს. შესაბამისი გადაწყვეტილება პარიზის სასამართლოს აღმასრულებელმა მოსამართლემ მიიღო.

თავის მხრივ, პსჟ მზადაა, დავა განაგრძოს და განაცხადა, რომ კილიანი ვერ მოიგებს. მოსმენა 26 მაისს ჩაინიშნა. 

მბაპეს ადვოკატმა განაცხადა, რომ საქმის გადახედვის თხოვნით, უეფას მიმართავენ. მისივე თქმით, თუ პარიზული კლუბის ბრალი დამტკიცდება, მას შეიძლება ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის ლიცენზია ჩამოერთვას.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„იმედი მაქვს, კონტემ პსჟ-ასტონ ვილას არ უყურა“ | იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე
„იმედი მაქვს, კონტემ პსჟ-ასტონ ვილას არ უყურა“ | იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე