ილია თოფურია, ხაბიბ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ეს მებრძოლის გადმოსახედიდან თქვა“ | თოფურიამ ხაბიბს უპასუხა

ილია თოფურია UFC-ის ლეგენდარული მებრძოლის, ხაბიბ ნურმაგომედოვის სიტყვებს გამოეხმაურა. „ლეგენდა“ PBD Podcast-ის სტუმარი იყო და „არწივს“ უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ ილია ისლამ მახაჩევთან საჩემპიონო ორთაბრძოლას არ იმსახურებს და ჯერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 5-ის წევრი მებრძოლი უნდა დაამარცხოს.

„ხაბიბმა ეს მებრძოლის გადმოსახედიდან თქვა. ყველაფერი სხვანაირადაა, როდესაც UFC-ის პრომოუტერი ხარ. დენა უაითი ნამდვილად არ აღფრთოვანდება იმით, რომ დასტინ პორიეს ან ჩარლზ ოლივეირას ვეჩხუბო. ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. ჩემი და ისლამ მახაჩევის ჩხუბი უამრავ Pay per View-ს გაყიდის.

დარწმუნებული ვარ, რომ მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ვიჩხუბებ. ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი ვაკანტური გავხადე, რადგან არ მინდოდა, დივიზიონი შემეყოვნებინა. შემეძლო, ეს გამეკეთებინა, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მომცეს პირობა, რომ ტიტულისთვის ვიჩხუბებდი.

არმან ცარუკიანთან შესაძლო ბრძოლა? დენა უაითი ამ ვარიანტს არ შემომთავაზებს. იმედი მაქვს, ზაფხულში ან სექტემბერში ვიჩხუბებ. ამ მომენტისთვის, ორ მებრძოლზე ვარ კონცენტრირებული: ჩარლზ ოლივეირა და ისლამ მახაჩევი. ორივე ვარიანტისთვის მზად ვართ. ოლივეირას ჩხუბებს ვუყურებთ, მის სისუსტეებსა და ძლიერ მხარეებს ვსწავლობთ და ისლამთან მიმართებითაც იმავეს ვაკეთებთ“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიას მსუბუქ წონაში გადასვლის შემდეგ, საჩემპიონო ქამრისთვის ალექსანდრ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი იჩხუბებენ. მათი ორთაბრძოლა UFC 316-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც თბილისის დროით, კვირას დილით გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია ტოპ 10-ში
ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია ტოპ 10-ში