„ნარკოტიკებს, ალკოჰოლსა და ცხოვრების ცუდ წესს წარმოადგენს“ | ილიამ კონორზე ისაუბრა
UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია PBD Podcast-ის სტუმარი იყო და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. „ლეგენდას“ კონორ მაკგრეგორის შესახებ ჰკითხეს და ილიამ ირლანდიელი მებრძოლის ცხოვრების სტილი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
„კონორ მაკგრეგორთან ჩხუბი? ვფიქრობ, კარიერა დაასრულა და ოქტაგონზე აღარასდროს გავა. მოტივაცია აღარ აქვს და არ დაბრუნდება. ამ სპორტში, დიდ წარმატებას მიაღწია და ბევრი ფული იშოვა, რის გამოც მოტივაცია აღარ აქვს. მას პირადად არ ვიცნობ და არასდროს შევხვედრილვარ.
რა მოხდება 2 კვირაში მე და კონორმა რომ ვიჩხუბოთ? მაკგრეგორი მზად არაა, ორ კვირაში იჩხუბოს. რას აკეთებდა ბოლო დღეების განმავლობაში?! ერთობოდა და ლუდს სვამდა, როდესაც მე დღეში ორჯერ ვვარჯიშობდი. აქტიური მებრძოლი ვარ და რამდენიმე თვის წინ, საჩემპიონო ქამარი დავიცავი. მაკგრეგორმა როდის იჩხუბა ბოლოს? მგონი 3-4 წლის წინ და ფორმაში არ იმყოფება.
კარიერის პიკში მყოფი თოფურია კარიერის პიკში მყოფი მაკგრეგორის წინააღმდეგ? ჩემი პასუხი ყოველთვის ილია თოფურია იქნება. ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ მომენტში, გავიმარჯვებ, მაგრამ კონორს იგივე რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ დამამარცხებს. MMA ასეთი სპორტია. არავინ ნებდება.
მაკგრეგორმა სპორტი შეცვალა და ბევრი ადამიანი შთააგონა. MMA-ისთვის უამრავი რაღაც გააკეთა და ამას ვერ დავუკარგავთ, მაგრამ დროთა განმავლობაში, საკუთარი ღირებულებები და ცხოვრების სტილი შეცვალა. ამ მომენტისთვის, ის ნარკოტიკებს, ალკოჰოლსა და ცხოვრების ცუდ წესს წარმოადგენს“.
შეგახსენებთ, რომ თოფურია და მაკგრეგორი სოციალურ ქსელებში ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთ ბოლო პოსტში, ირლანდიელმა მებრძოლმა ილია, ისლამ მახაჩევი და ხაბიბ ნურმაგომედოვი გააკრიტიკა და მათ სტაფილოკოკის სამი ინფექცია უწოდა.