ალექსანდრ ვოლკანოვსკი, დიეგო ლოპესი
Aa
Aa

ვოლკანოვსკი ლოპესთან ჩხუბზე: ქამარს დავიბრუნებ

UFC-ის ავსტრალიელმა მებრძოლმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ, რომელიც UFC 314-ზე, ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ვაკანტური ტიტულისთვის დიეგო ლოპესთან იჩხუბებს, თავის მოლოდინებზე ილაპარაკა.

„ავსტრალიაში ქამარს დავიბრუნებ. ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი ჩხუბი კარიერაში“, - თქვა ვოლკმა.

შეგახსენებთ, რომ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტიტული ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ილია თოფურიამ მსუბუქ წონაში გადასვლა გადაწყვიტა.

გეტყვით ასევე, რომ ვოლკანოვსკიმ ბოლო ორი შეხვედრა დათმო და ორივე მათგანი ნოკაუტით წააგო - ის ჯერ ისლამ მახაჩევმა, ხოლო შემდეგ ილია თოფურიამ დააფინიშა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“ბრძოლა დაიმსახურა“ - დვალიშვილი შონ ო'მალიზე
“ბრძოლა დაიმსახურა“ - დვალიშვილი შონ ო'მალიზე