„ხვიჩა ახლა ისე თამაშობს, ასეთი ნაპოლიში პირველ წელსაც არ მინახავს“
იტალიელი ჟურნალისტი ფრანჩესკო მაროლდა „ასტონ ვილასთან“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე საუბრობს და ქართველს აქებს. ამასთანავე აღნიშნავს, რომ „ნაპოლიმ“ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა კვარას გაყიდვა დაუშვა.
„ვნანობ თუ არა ასტონ ვილას კარში კვარას გოლის ნახვას? ეს უფრო სინანულის გრძნობაა. გოლი ულამაზესი იყო. მე დღემდე ვერ ვეგუები იმ ფაქტს, რომ ქართველი ფეხბურთელი ნაპოლიდან ასე მშვიდად გაუშვეს.
კვარაზე ნეაპოლში ბრაზობენ? ფეხბურთელებზე გაბრაზება იმის გამო, რომ მან ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა, ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთში და ფეხბურთელებში ეთიკის არსებობა აღიარო, რომელიც აღარ არსებობს.
კვარაცხელიას ნაცვლად სხვა, რომ ყოფილიყო, ვინ იტყოდა უარს ნაპოლიდან პსჟ-ში გადასვლაზე? ამას არავინ გააკეთებდა!
რაც შეეხება მის პსჟ-ში ასპარეზობას, ხვიჩა ახლა ისეთ რაღაცებს აკეთებს, მსგავსი ნაპოლიში თავის პირველ სეზონშიც არ გაუკეთებია“.
- ციტირებს მაროლდას სიტყვებს Televomero.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას პსჟ-ში წლიურად ანაზღაურების სახით 9 მილიონი ევრო აქვს. 2 მილიონს კი სეზონის ბოლოს ბონუსებიდან იღებს. გარდა ამისა, ლიგა 1-ის მოგებისთვის კლუბმა ყველა ფეხბურთელს ბონუსის სახით 2 მილიონი ევრო გადასცა.