ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე, ბრედლი ბარკოლა, დეზირე დუე
Aa
Aa

სატინი: პსჟ-ს სათამაშო სტილი კვარასთვის იდეალურია

კალიდუ კულიბალის ყოფილი აგენტი და ამჟამად ფრანგი საფეხბურთო ექსპერტი ბრუნო სატინი ამბობს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას წელს ოქროს ბურთის მოგების შანსი აქვს.

სატინი ასახელებს იმ გარემოებებს რომელთა შემთხვევაშიც კვარა ოქროს ბურთს მოიგებს.

„კვარაცხელიამ პარიზში ადაპტაცია სწრაფად გაიარა, მან მოკლე დროში შეძლო და ბრედლი ბარკოლა შემადგენლობიდან ამოაგდო. კარგად თამაშობს დეზირე დუეც, მაგრამ პსჟ-ს სათამაშო სტილი პირველ რიგში კვარასთვის არის შესანიშნავი. ხვიჩა მწვრთნელის ნდობით სარგებლობს და ეს არის მთავარი. ფიზიკური თვალსაზრისით ქართველი განსაკუთრებულ საქმეს აკეთებს.

მისი შანსები ოქროს ბურთზე? ამ სეზონში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე გოლებსა და საგოლე პასებში მას უსწრებენ, რადგან იგი პსჟ-ს იანვარში შეუერთდა. ნაპოლიშიც პირველი წრე კარგი არ ჰქონია, თუმცა, ხვიჩას მომავალში ოქროს ბურთის მოგების შანსი ნამდვილად ექნება“.

- განაცხადა სატინიმ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია ტოპ 10-ში
ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია ტოპ 10-ში