ჩილეში, პოლიციასა და ფანებს შორის მომხდარ შეტაკებას, 2 მოზარდი ემსხვერპლა
Aa
Aa

ჩილეში, პოლიციასა და ფანებს შორის მომხდარ შეტაკებას, 2 მოზარდი ემსხვერპლა

ლიბერტადორესის თასზე, „კოლო კოლოსა“ და „ფორტალეზას“ მატჩის წინ, ფეხბურთის ფანებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც ორი მოზარდი დაიღუპა. ინფორმაციას BBC Sport-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედია მაშინ მოხდა, როდესაც სამართალდამცველებმა დაახლოებით 100 ფანის ბლოკირება მოახდინეს, რომლებიც ბარიერის გარღვევასა და „მონუმენტალის“ სტადიონზე შესვლას ცდილობდნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულები 13 და 18 წლის იყვნენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

„კოლო კოლოსა“ და „ფორტალეზას“ მატჩი დაიწყო, თუმცა 70-ე წუთზე შეწყდა, რადგან გულშემატკივრებმა მოედანზე საგნების სროლა დაიწყეს. მედიის ცნობით, უცნობია უკავშირდებოდა თუ არა ეს პროტესტი მოზარდების დაღუპვას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი გოლი ჯობდა“ - დუე ასტონ ვილასთან მატჩის შემდეგ
„ჩემი გოლი ჯობდა“ - დუე ასტონ ვილასთან მატჩის შემდეგ