ხვიჩა კვარაცხელია, ენრიკო ფედელე
Aa
Aa

ფედელე: კვარა მისი პიროვნული მახასიათებლების გამო მენატრება

იტალიელი საფეხბურთო ექსპერტი ენრიკო ფედელე, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას დიდი თაყვანისმცემელია, „ასტონ ვილასთან“ მის თამაშს ეხმაურება და ნეაპოლურ კლუბს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს.

„რამდენად მენატრება კვარაცხელია? ბევრი ფეხბურთის „ექსპერტი და მეცნიერი“ გამოდის და ამბობს, რომ ნაპოლიმ ნერეშის სახით ხვიჩაზე უკეთესი მოთამაშე იპოვა... პირადად მე, კვარა მისი პიროვნული მახასიათებლების გამო მენატრება. როგორი ხასიათი, სტილი და თვისებებიც მას ჰქონდა.

ჩემპიონთა ლიგაზე ასტონ ვილასთან მის თამაშს ვუყურებდი და ჩემს თავს ვკითხე: „როგორ შეიძლება არ იცოდე, რომ ის უნდა შეინარჩუნო?“ - ხვიჩამ ნაპოლის სიკეთე გაუკეთა, მან გუნდი 70 მილიონ ევროდ დატოვა და არა მე-17 მუხლის გამოყენებით, რადგან კლუბი ამას იმსახურებდა. მათ კატასტროფული მენეჯმენტი ჰქონდათ“.

- განაცხადა ფედელემ Radio Marte-ს ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ბირმინგემში მეოთხედფინალის განმეორებითი მატჩი 15 აპრილს (23:00) გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული ნახევარფინალში „რეალი“ „არსენალიდან“ გასულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძემ მეორე გოლში დიდი წვლილი შეიტანა | ლიონისა და მანჩესტერის ფრე
მიქაუტაძემ მეორე გოლში დიდი წვლილი შეიტანა | ლიონისა და მანჩესტერის ფრე