გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

კვერნაძე პროგრესირებს და მის მიმართ ნდობა გაიზარდა | იტალიური მედია

სერია B-ში „ფროზინონეს’’ დაუმარცხებელი სერია 8-მატჩიანია. ბოლო ხუთი შეხვედრიდან 4 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა. პაოლო ბიანკის ხელმძღვანელობით გუნდმა მე-12 პოზიციაზე აინაცვლა და ფლეი-აუტის ზონას 3 ქულით უსწრებს.

პაოლო ბიანკის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ „ფროზინონემ’’ 6 მატჩი ჩაატარა, მან გიორგი კვერნაძეს სათამაშო დრო ბოლო ოთხ შეხვედრაში მისცა, ბოლო სამი მატჩი ქართველი შემტევისთვის პროდუქტიული იყო, მის აქტივში სამი საგოლე მოქმედებაა, „ბრეშასთან’’ გოლის შემდეგ ჯერ „სამპდორიასთან’’ და შემდეგ „კოზენცასთან’’ საგოლე პასი შეასრულა.

Tuttomercatoweb: „პაოლო ბიანკიმ გუნდს ახალი ენერგია, ახალი სიცოცხლე შესძინა, გუნდში ატმოსფერო გაუმჯობესდა. ასევე, ქართველი გარემარბი პროგრესირებს, უკეთ თამაშობს, ბოლო სამ შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა, რაც ცხადყოფს რომ ბევრი რამ შეიცვალა. „ბრეშასთან’’ და „კოზენცასთან’’ სასტარტოში იყო. მის მიმართ ნდობის გამოხატვა ნიშნავს, რომ სეზონის გადამწყვეტ ნაწილში დამატებით კოზირად იქცეს’’.

22 წლის შემტევი „ფროზინონეს’’ 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა, როცა გუნდი უმაღლეს ლიგაში იყო. სერია A-ს ხუთ შეხვედრაში მხოლოდ 59 წუთი ითამაშა. მიმდინარე სეზონში სერია B-ს 27 მატჩში 3 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა. ბოლო მატჩებში პროდუქტიულია, პროგრესირებს, მნიშვნელოვანია სეზონის ბოლომდე ასე გააგრძელოს და ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატს კარგ ფორმაში შეხვდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები