„მე უფრო მეტი შეცდომა დავუშვი“ - ამორიმმა ონანა დაიცა
რუბენ ამორიმის განცხადებით, მან უფრო მეტი შეცდომა დაუშვა, ვიდრე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელებმა.
ევროპა ლიგის მეოთხედფინალში, „წითელი ეშმაკების“ მეტოქე გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ იყო. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ანდრე ონანას შეცდომების გამო, მოწინააღმდეგეებმა მისი კარი 25-ე და 95-ე წუთებზე აიღეს.
„მთელ სეზონს რომ შევხედოთ, ბოლო მატჩებში მე უფრო მეტი შეცდომა დავუშვი, ვიდრე ფეხბურთელებმა. ამ მომენტისთვის არაფრის თქმა შემიძლია ანდრესთვის, რაც მას დაეხმარებოდა. ამიტომ ყველაზე მთავარია - ბუნებრივად მოიქცე და როცა დრო მოვა, მე ავარჩევ საუკეთესო შემადგენლობას თამაშისთვის. თუმცა მე დარწმუნებული ვარ ანდრეში“, - თქვა ამორიმმა.
ცნობისთვის, „ლიონისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ განმეორებითი შეხვედრა ერთ კვირაში გაიმართება და ნახევარფინალისტის ბედი სწორედ იქ გადაწყდება. მატჩს „ოლდ ტრაფორდი“ უმასპინძლებს და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.